|
2021-04-07 22:54:10, 735 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ახალი მოადგილეები წარადგინა
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ორი ახალი მოადგილე წარადგინა. იუსტიციის მინისტრს დღეიდან ოთხი მოადგილე ეყოლება. იუსტიციის მინისტრის მოადგილეებად ვალერი (ბუბა) ლომუაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი დაინიშნენ. ვალერი (ბუბა) ლომუაშვილი საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორია. ის ამ დრომდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. იუსტიციის სამინისტროში ბუბა ლომუაშვილი დანაშაულის პრევენციის, პრობაციის და ადამიანური რესურსების მიმართულებების კურატორი იქნება. თორნიკე ჭეიშვილი განათლებით იურისტია. დღემდე ის საქართველოს პარლამენტში მუშობდა; მონაწილეობდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში. თორნიკე ჭეიშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. თორნიკე ჭეიშვილი იუსტიციის სამინისტროში კურირებას გაუწევს სამართალშემოქმედებითი და ანალიტიკური დეპარტამენტების, აგრეთვე, იუსტიციის სასწავლო ცენტრის მუშაობას. ის იქნება იუსტიციის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი. რაც შეეხება მინისტრის მოადგილეებს – ბექა ძამაშვილსა და აკაკი საღირაშვილს, ისინი აგრძელებენ მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას. მინისტრის მოადგილეების წარდგენას იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმების დადებას თხოვენ
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)