|
2021-04-07 12:15:22, 508 ნახვა
პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძე ლატვიელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი პირველი სამუშაო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას ესტუმრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ვიზიტი ლატვიელ კოლეგასთან, არტის პაბრიკსთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრებზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრობა და ძლიერი პარტნიორობა. მან ლატვიის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებაზე, რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ კოლეგას საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი და ნატოსთან თავსებადობის მიღწევის მიზნით განხორციელებული რეფორმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების წარმატებით განხორციელებაზე, საერთაშორისი მისიებში საქართველოს წვლილზე, ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებსა და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე. მხარეებმა ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) ლატვიის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ხაზგასმით აღნიშნა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მჭიდრო და წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს გამართავს ლატვიის პრეზიდენტთან ეგილს ლევიტსთან, პარლამენტის სპიკერთან ინარა მურნიეცესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ედგარს რინკევიჩსთან, ასევე, დაგეგმილია სტუმრობა ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრში და ლატვიის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე.
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმების დადებას თხოვენ
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)