21:13 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-03 10:11:49, 1059 ნახვა

პოლიტიკა
მაიკლ გალერი: პარლამენტის შტურმით აღება, სამაჯურის საჯაროდ მოხსნა, ვერ დამიჭერთ - პროვოკაცია იყო

ნიკა მელია გაათავისუფლონ ციხიდან, მაგრამ იმ პირობით, რომ იგი სამაჯურს ისევ გაიკეთებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, მაიკლ გალერმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, იგი ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეებს ერთმანეთისგან განაცალკევებდა.

„რურუასა და მელიას საქმეებს მე ერთმანეთისგან განვაცალკევებდი. რურუა უკვე სასჯელს იხდის. ახლა უკვე საკითხი იმაზეა, ის უნდა შეიწყალონ თუ არა. მელიას შემთხვევაში საუბარია თანხის გადახდასა და მის ციხიდან გამოშვებაზე. თუ მელიას შემთხვევას შევხედავთ, ჩვენ ასეთი სიტუაცია გვაქვს, რა თქმა უნდა, მან წვლილი შეიტანა მმართველი პარტიის პროვოცირებაში. პარლამენტის შტურმით აღება, პოლიტიკური აგრესიის გამოვლენა და მაგალითად ის, რომ მე სამაჯურს ვატარებ, მაგრამ საჯაროდ მოვიხსნი და თქვენ მე ვერ დამიჭერთ, ეს, რა თქმა უნდა, პროვოკაცია იყო“, - აღნიშნა გალერმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მიაღწიონ შეთანხმებას.

„ნიკა მელია გაათავისუფლონ ციხიდან, მაგრამ იმ პირობით, რომ იგი სამაჯურს ისევ გაიკეთებს. „ეს არის ისეთი კომპრომისი, რომელზეც ორივე პარტია უნდა წავიდეს“, - განაცხადა მაიკლ გალერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics