|
2021-04-01 11:19:00, 526 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ვლადიმერ პოზნერს ოკუპაციის კანონი არ დაურღვევია, რაც შეეხება შეკრებას, ეს მიუღებელია
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუს ჟურნალისტ, ვლადიმერ პოზნერს საქართველოში შემოსვლისას არ დაურღვევია ოკუპაციის კანონი და ის, სტუმრებთან ერთად, ქვეყანაში კანონთან სრულ შესაბამისობაში შემოვიდა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მისი სტუმრების შეკრება თბილისის ერთ-ერთ დაწესებულაბაში მიუღებელია. „მინდა აღვნიშნო, რომ ვლადიმერ პოზნერი, რომელიც აშშ-ის მოქალაქეა, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, ის ხშირად სტუმრობს საქართველოს აშშ-ის პასპორტით, ეს იყო მორიგი კერძო ხასიათი ვიზიტი, ამასთანავე მას და მის თანმხლებ პირებს, ჰქონდათ ე.წ კოვიდპასპორტი და ასევე უარყოფითი პასუხი პისიარ ტესტზე, შესაბამისად ისინი ქვეყანაში შემოვიდნენ კანონთან სრულ შესაბამისობაში. რაც შეეხება სტუმრების შეკრებას თბილისის ერთ-ერთ დაწესებულებაში რეგულაციების გაუთვალისწინებლად, ეს მიუღებელია, არის დარღვევა და შესაბამის უწყებებს ჰქონდათ მყისიერი რეაგირება, კერძოდ, დაჯარიმდა, როგორც დაწესებულება ასევე ყოველი ინდივიდი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)