22:08 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-01 03:43:00, 527 ნახვა

პოლიტიკა
სასტუმრო მასპინძლობს ნებისმიერ სტუმარს, მათი სტატუსის წინასწარ გადამოწმების გარეშე — Adjara Group

"ვიზიარებთ პროტესტის სულისკვეთებას და წუხილს გამოვთქვამთ შექმნილი ვითარების გამო", — ასე ეხმიანება Rooms-ის მფლობელი აჭარა ჯგუფი რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ პროტესტს. მათი განცხადებით, სტუმრის სტატუსს წინასწარ არ ამოწმებენ და კანონსაწინააღდეგო პრივილეგიასაც არ ანიჭებენ. აქვე აღნიშნავენ, რომ გმობენ ოკუპაციას.

"ჩვენი საქმიანობის გათვალისწინებით, სტუმრისა და თანამშრომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს ვალდებულებას. სასტუმრო მასპინძლობს ნებისმიერ სტუმარს, მათი სტატუსის წინასწარ გადამოწმების გარეშე და არანაირ პრივილეგიას, მით უმეტეს კანონსაწინააღმდეგოს, არ ანიჭებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვან და უპირობო საკითხს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ვგმობთ ქვეყნის ოკუპაციას", — წერია განცხადებაში.

რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერი და მისი თანმხლები პირები სწორედ სასტუმრო რუმსში არიან. აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics