|
2021-03-29 17:21:24, 613 ნახვა
პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ ლიდერებს დღეს უკვე მეორედ ხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დღეს უკვე მეორედ ხვდება. შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უკვე მეორედ იმყოფება. მან დღეს შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართა. ამასთანავე, ოფიციალურ ვიზიტის ფარგლებში კრისტიან დანიელსონს დაგეგმილი აქვს ინდივიდუალური შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)