23:47 - 01 Aug, 2026
|
2021-03-27 15:10:57, 580 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი იქნება
პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი იქნება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრინგზე განაცხადა. „მინდა გაცნობოთ, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი იქნება შალვა პაპუაშვილი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი გამოცდილება და სხვა საკითხებთან ერთად მის ბექგრაუნდში შეგვიძლია დავასახელოთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება. მისი ფუნქცია იქნება საზოგადოებასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და პოლიტიკური კომუნიკაციის კოორდინაცია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)