00:39 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-25 16:45:43, 541 ნახვა

პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - აშშ-ის სენატიდან გაიგეს, რომ ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია

აშშ-ის სენატიდან გაიგეს, რომ ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია, - ამის შესახებ პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ არის უფრო მნიშვნელოვანი პიროვნება, ვიდრე საქართველო და მისი მომავალი და ასეთი ჩანაცვლებები აბსოლუტურად მიუღებელია.

„მიხეილ სააკაშვილი არ არის უფრო მნიშვნელოვანი პიროვნება, ვიდრე ჩვენი ქვეყანა და ქვეყნის მომავალი. ასეთ ჩანაცვლებებს აბსოლუტურად ვერ დავეთანხმები! ჩვენ, ოპოზიციას გვაქვს ორი ძირითადი მოთხოვნა - ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ პირობებში ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გამოშვება. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ პოლიტპატიმრები არ გვყავს, თუმცა სენატში ყველა იმაზე საუბრობს, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობა ქვეყნის დიდი პრობლემაა. „ოცნებამ“ ამერიკის სენატიდან გაიგო, რომ ქვეყანაში არსებობს ღრმა პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, არამარტო პოლიტიკური, არამედ უკვე რვა წელია, ვიმყოფებით კიდევ უფრო უარეს ეკონომიკურ კრიზისში, რაც იმით არტის გამოწვეული, რომ „ქართული ოცნება“ ვერ მართავს ქვეყანას. თოჯინები ქვეყანას ვერ მართავენ!“, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics