00:40 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-23 12:19:57, 744 ნახვა

პოლიტიკა
NDI-ის კვლევა - გამოკითხული მოსახლეობის 13%-მა პანდემიის დაწყებიდან დაკარგა სამსახური და დღემდე უმუშევარია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, კითხვაზე „რა უფრო შეესაბამება თქვენს მგომარეობას, პანდემიის დაწყების შემდეგ, დღემდე“, მოსახლეობის 43% აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიამდეც უმუშევარი იყო და ახლაც არ აქვს სამსახური.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 27%-ს არ დაუკარგავს სამსახური და არ შემცირებია შემოსავალი, 13% კი აცხადებს, რომ დაკარგა სამსახური და კვლავ უმუშევარია.

გამოკითხული მოსახლეობის 12%-ს არ დაუკარგავს სამსახური, თუმცა შემოსავალი შეუმცირდა, 3%-მა დაკარგა სამსახური, თუმცა დაიწყო სხვა ადგილას მუშაობა, 1% კი, კოვიდპანდემიამდე არ მუშაობდა, ახლა კი დასაქმდა.

ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 2021 წლის 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობით შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics