01:24 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-23 11:05:47, 384 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ინგრიდა ლევრენსს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ლატვიის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ლატვიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მჭიდრო და წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. ჯუანშერ ბურჭულაძემ ლატვიელ დიპლომატს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებასა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) ლატვიის მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსთან, შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს და ყურადღება ნატოს ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

შეხვედრას ლატვიის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ილმარს ძენევსი დაესწრო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics