|
2021-03-22 18:34:03, 793 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი გიორგი გახარიაზე - ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა
არ მინდა იქამდე მივიდე, ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა, მაგრამ გამიკვირდა, - ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ პოლიტიკაში რჩება. როგორც თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, ჯობდა გიორგი გახარია არ წასულიყო, თუმცა მისი შემობრუნება მისთვის კითხვის ნიშნებს ბადებს. „მედიაში სულ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში დაბრუნდებოდა. რაკი მეკითხებით, გეტყვით, რომ იმედი მქონდა, ამას არ გააკეთებდა, რადგან ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, მე მისი ვიცე პრემიერი ვიყავი და ძალიან გამიკვირდა მისი წასვლა და ახლა კიდევ უფრო გამიკვირდა მისი მოსვლა. არ მინდა იქამდე მივიდე, ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა, მაგრამ გამიკვირდა. ჯობდა არ წასულიყო... რაკი შემობრუნდა, ესეც კითხვის ნიშნებს ბადებს. თუ შემობრუნდა, ის იქნება ჩვენი ოპოზიცია და ჩვენ მოგვიწევს ოპონირება. ერთი მხრივ, ეს საინტერესო იქნება. ვერ ვიტყვი, რომ „ქართული ოცნებისთვის, ეს საზიანო იქნება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)