01:23 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-22 14:37:26, 779 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, გახარიას მისია „ქართული ოცნება 2“-ის შექმნაა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, გახარიას მისია „ქართული ოცნება 2“-ის შექმნაა.

 „პარასკევს თუ ხუთშაბათს საღამოს ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა თუ საქართველოში ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩნდებოდა. არც აციეს, არც აცხელეს და შვებულებიდან ორშაბათს გამოიყვანეს გახარია იმისთვის, რომ შეასრულოს თითქოს ეს მისია, რომ შექმნას „ქართული ოცნება 2“. რა შემიძლია ვთქვა, მადლობა „ქართულ ოცნებას“ ასე ყურადღებით რომ მისმენს და ასრულებს იმ დავალებებს, რომლებსაც აქედან გავცემთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობის დატოვების შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა. მისი თქმით, ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics