|
2021-03-19 20:26:04, 606 ნახვა
კომენტარი
გიგი უგულავა - „ქართულ ოცნებას“ მართლმსაჯულების რეფორმა წარმოუდგენია ხუთი წლის მერე, ამ წინადადებას შეიძლება, მხოლოდ ელისაშვილი დათანხმდეს
„ქართულ ოცნებას“ მართლმსაჯულების რეფორმა წარმოუდგენია ხუთი წლის მერე, ასეთ წინადადებას შეიძლება, მხოლოდ ალეკო ელისაშვილი დათანხმდეს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის უმრავლესობა აღნიშნულ პოზიციას არ იზიარებს. „ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობის პოზიცია იყო ნათელი ამ საკითხთან დაკავშირებით, აქ დასამალი არაფერი არ არის. ჩვენ ამ პოზიციას არ ვიზიარებთ. არ ვთვლით, რომ ეს არის კომპრომისი უფრო მეტიც, ეს არის ხაფანგი. ბატონ ალეკოს რაც შეეხება, მოვისმინე თითქოს რაღაც დიდ მწვერვალებს მიაღწია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. არ მინდა, დეტალებზე ვისაუბრო, მისგან განსხვავებით. მე საზოგადოებას ვეტყვი ერთ კომპონენტს და მერე დასკვნა თქვენ თვითონ გამოიტანეთ, რამდენად მზად არის, თუნდაც სასამართლო რეფორმის თვალსაზრისით რაიმე წინსვლა დადოს „ქართულმა ოცნებამ“. მაგალითისთვის, პროკურორის არჩევის საკითხი – „ქართული ოცნება“ თანხმდება პროკურორის პარლამენტიდან შერჩევის წესს 2/3-ით, ანუ ოპოზიციის როლის გაზრდას მთავარი პროკურორის დანიშვნაში, ხუთი წლის შემდეგ. ხუთი წელი იმიტომ, რომ თურმე ირაკლი შოთაძე არჩეულია და ახლა ხო არ გადავირჩევთ?! „ქართულ ოცნებას“ მართლმსაჯულების რეფორმა წარმოუდგენია მინიმუმ ხუთი წლის მერე და ამ ხუთ წელში წარმოუდგენია, რომ შოთაძე იქნება პროკურორი. ამიტომ, ასეთ წინადადებას შეიძლება, მხოლოდ ალეკო ელისაშვილი დათანხმდეს, მეტი დედამიწის ზურგზე არავინ დათანხმდება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)