02:15 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 12:58:10, 704 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ცუდად გამოიყენა შარლ მიშელის სახელი და დიდი დარტყმა მიაყენა ევროპულ პერსპექტივას

იმდენად არაადეკვატურად იქცეოდა „ქართული ოცნება“, რომ ოპოზიციამდე შეთანხმების დოკუმენტი არ მოსულა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ცუდად გამოიყენა შარლ მიშელის სახელი და დიდი დარტყმა მიაყენა ევროპულ პერსპექტივას.

„იმდენად არაადეკვატურად იქცეოდა „ქართული ოცნება“, რომ ოპოზიციამდე შეთანხმების დოკუმენტი არ მოსულა. „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი პირობები დააყენა ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, რომ საერთოდ არც კი დაძრულა ეს საკითხი, იმდენად არასამართლიანად, ევროპულ და დემოკრატიულ სტანდარტებთან მიუღებლად ჩათვალა ევროპულმა მხარემ ის დოკუმენტი და პოზიციები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა. ამით „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ აინტერესებს მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება. მან ძალიან ცუდად გამოიყენა შარლ მიშელის სახელი და დიდი დარტყმა მიაყენა ევროპულ პერსპექტივას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, გუშინ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიმდინარე 9-საათიანი შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics