02:15 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 12:45:14, 566 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - ოპოზიციის ულტიმატუმია, ვაღიაროთ პოლიტპატიმრების არსებობა და „თავზე ნაცარი წავიყაროთ“

არის ულტიმატუმი, რომ ხელისუფლებამ „თავზე ნაცარი წაიყაროს“ და უნდა აღიაროს პოლიტპატიმრების არსებობა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას სურს, არჩევნები იმდენჯერ ჩატარდეს, ვიდრე სააკაშვილი ჩაის პარლამენტის ტრიბუნიდან არ დალევს.

„არის ულტიმატუმი, რომ ხელისუფლებამ „თავზე ნაცარი წაიყაროს“ და უნდა აღიაროს პოლიტპატიმრების არსებობა. გადადგეს და ჩაატაროს იმდენი არჩევნები, სანამ არჩეული არ იქნება სააკაშვილი და სანამ საპარლამენტო ტრიბუნაზე არ დალევს წყალს თუ ჩაის. ეს არის მთავარი ულტიმატუმი, რომლის მიღმაც არაფერი დგას. ერთადერთი განცხადება, რაც შეიძლება საყურადღებო იყოს არის ის, რომ კომპრომისი არის თავად მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა. ეს არის მთავარი თემა, ამოსავალი წერტილი და დიქტატი, რომელსაც დაემორჩილა ყველა, რომლებსაც საცივიდან თავი ამოაყოფინეს, როგორც კი ოდნავ განსხვავებული აზრი დავუშვით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics