|
2021-03-17 17:28:18, 544 ნახვა
პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკება პროტესტის ნიშნად დატოვა
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკება პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც შალვა ნათელაშვილმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, მისთვის მიუღებელია დიალოგის ის ფორმატი, სადაც არ განიხილება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. „მინდა განვაცხადო, რომ „ლეიბორისტული პარტია“ ტოვებს მოლაპარაკებთა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ იხილება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი და სადაც პირველ საკითხად არ წყდება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და სადაც, უკანონოდ დაპატიმრებული ნიკა მელია არ ზის ჩვენს გვერდით მოლაპარაკების მაგიდასთან. მე დავუბრუნდები მოლაპარაკების მაგიდას, როდესაც ეს ორი საკითხი იქნება განხილული.“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)