|
2021-03-16 10:21:56, 360 ნახვა
პოლიტიკა
ნინო თანდილაშვილმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე კლიმატის ცვლილების გლობალური პოლიტიკა განიხილეს და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს პარიზის შეთანხმების განსახორციელებლად და ტრანსპორტის სექტორზე, როგორც ქვეყნის ემისიის ძირითად წყაროზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე ტრანსპორტის სექტორი პრიორიტეტად განისაზღვრა, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მწვანე (ელექტრო) ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში და სათბურის აირების ემისიების შემცირებაში დაეხმარება. კერძოდ, მოხდება ელექტრო ავტობუსების ეტაპობრივი ჩანაცვლება და დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარება. შეხვედრას პარლამენტის გარემოსდაცვითი კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, თბილისის და რუსთავის მუნიციპალიტეტების მერიების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)