05:42 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 15:17:50, 500 ნახვა

პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი ირაკლი კობახიძეს, არჩილ თალაკვაძესა და კახა კუჭავას ხვდება

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრას მართავენ.

ხელისუფლებიდან აღნიშნულ შეხვედრას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პირველი ვიცე-სპიკერი, კახა კუჭავა ესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე, კრისტიან დანიელსონი სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდა, მანამდე კი, 13:00 საათზე მედიის წარმომადგელებს.

ამასთანავე, შარლ მიშელის წარმომადგენელმა, რომელიც ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართა.

კრისტიან დანიელსონს დაგეგმილი აქვს შეხვედრები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთანაც.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics