|
2021-03-10 13:23:32, 659 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებული აქვს ოჯახს, რომელიც კრიმინალური სინდიკატის ფილოსოფიით აზროვნებს
„ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები მთლიანად მიტაცებული აქვს ოჯახს, რომელიც კრიმინალური სინდიკატის ფილოსოფიით აზროვნებს“, ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მავე ისაუბრა „იმედის“ ეთერში ბერა ივანიშვილის ინტერვიუზე და აღნიშნა, რომ ბერამ, ფაქტობრივად, თვითაღიარებითი ჩვენება მისცა. „ჩვენ მოვისმინეთ, ფაქტობრივად, თვითაღიარებითი ჩვენება. ბერა ივანიშვილსა და იმ ხალხს, ვინც იცავს ივანიშვილების ოჯახის პოზიციას, მიაჩნია, რომ სრულიად ნორმალური მოვლენაა, რომ სოციალურ ქსელში ვიღაცის გაკრიტიკებისთვის შენ მოგიგზავნონ ადამიანები „საქმის გასარჩევად“. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა სახიფათოა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები მთლიანად მიტაცებული აქვს ოჯახს, რომელიც კრიმინალური სინდიკატის ფილოსოფიით აზროვნებს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)