06:27 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-10 11:37:09, 611 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მონაწილეობაზე საუბარი ღია კარის მტვრევაა

„ღია კარის მტვრევას გავს, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მონაწილეობაზე არის საუბარი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი, მიხეილ სარჯველაძე, აცხადებს.

მისი თქმით, ამგვარი მოწოდებისთვის არავითარი მიზეზი არ არსებობს.

„ერთი მხარის მზადყოფნა, ამ შემთხვევაში ხელისუფლების მზადყოფნა და რეალური განწყობა, არ არის საკმარისი პირობა იმისთვის, რომ რეალურად მოლაპარაკება აღმოჩნდეს წარმატებული და შედეგიანი. სამწუხაროდ, მე კვლავ მაქვს იმის განცდა, რომ ოპოზიციის მხრიდან, მათი დიდი ნაწილი რეალურად არ არის განწყობილი მოლაპარაკებების შედეგიანად წარმართვისთვის. მე მგონია, რომ ცოტა ღია კარის მტვრევას გავს, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მონაწილეობაზე არის საუბარი და შეწყვეტის მიზანშეწონილობაზე. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არავითარი მიზეზი არ არსებობს ამგვარი მოწოდებისთვის საზოგადოდ. რაც შეეხება მეორე შემთხვევაში, აი აქ კი ნამდვილად საფუძვლიანია მოწოდება, რომ ბატონმა სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს პოლიტიკაში ჩარევა, ვინაიდან ეს ფორმალურ-სამართლებრივი ჩვენი ქვეყნის, სუვერენული ქვეყნის სამართლით არის დაუშვებელი“, - განაცხადა სარჯველაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics