07:19 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-08 14:36:23, 562 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - მოლაპარაკებების მაგიდასთან ყველა ვარიანტში დავსხდებით და ვფიქრობ, მივაღწევთ გარკვეულ შეთანხმებას

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდოარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებები ამ დღეების განმავლობაში გაიმართება.

მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას და წავლენ გარკვეულ კომპრომისებზე.

„შარლ მიშელმა, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა ითავა მედიაცია მოლაპარაკების საკითხთან დაკავშირებით, რაც უნდა ფალსიფიცირებული, 2010-2011 წლის კუდის მიერ მოპოვებული, შემდეგ დამონტაჟებული, ამოჭრილი ფრაზებით და სიტყვებით შეკოწიწებული ჩანაწერი ამოაგდონ, თუ ეს გამოიყენონ საბაბად იმისთვის, რომ გავიდნენ მოლაპარაკების მაგიდასთნ, ყველა ვარიანტში მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით ამ დღეების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მაინც მივაღწევთ გარკვეულ შეთანხმებას, იმიტომ რომ მაგიდასთან როდესაც სხდებიან მხარეები, უწევთ კომპრომისული წინადადების წარმოდგენა, ამას მხოლოდ ოპოზიციაზე არ ვამბობ, ჩვენზეც ვსაუბრობ, რადგან არა ერთი წინადადება მივიტანეთ მოლაპარაკების მაგიდასთან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics