|
2021-03-08 14:27:37, 594 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნების“ ლიდერების ძალადობას და ამაზე აღშფოთებულ „ნაცმოძრაობას“ საზოგადოება არ იჯერებს
„ქართული ოცნების“ ლიდერების ძალადობას და ამაზე აღშფოთებულ „ნაცმოძრაობას“ საზოგადოება არ იჯერებს, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ფარულ აუდიოჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ფარული აუდიოჩანაწერებით აღშფოთდნენ ის ადამიანები, რომლებმაც მოახდინეს მაათი დამზადება, ფაბრიკაცია და დამონტაჟება. „კონკრეტული პატარა საბაბების მოფიქრება, კონკრეტულ პერსონებზე გადასვლა, ამისათვის იყო ეს „პიარკამპანიაც“ რომლითაც უნდა აღშფოთებულიყო ქართული საზოგადოება და აღშფოთდნენ ისევ ისინი, ვინც ფაბრიკაცია მოახდინა, ჩაიწერა თავის დროზე, დაამზადა, დაამონტაჟა და ვინც ეს სიცრუე გამოიგონა. არ აღშფოთდა ეს ხალხი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ იჯერებენ ადამაინები იმას, რაც არ არის დასაჯერებელი. „ქართული ოცნების’ ლიდერების ძალადობას და ამაზე აღშფოთებულ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს ქართული საზოგადოება არ იჯერებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)