07:48 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-07 15:44:37, 598 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი მოლაპარაკებების მაგიდასთან აღარ უნდა იჯდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მოლაპარაკებების მაგიდასთან აღარ უნდა იჯდეს.

მისივე თქმით, ასეთ დანაშაულში მხილების დროს მან წესით დაკავებული თანამდებობაც უნდა დატოვოს.

„მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, იქნება რთული, მაგრამ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რომ ღარიბაშვილი აღარ უნდა იჯდეს, ეს ყველასთვის ნათელია.

ჩვენი მოთხოვნები არის ძალაში, პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ სასწრაფოდ და თუ მოლაპარაკებები დაიწყება ვადამდელ არჩევნებზე, ეს არის ერთადერთი გზა, რომ გამოვიდეთ ამ კრიზისული ვითარებიდან, ოღონდ ვადამდელი არჩევნები უნდა იყოს ძალიან სწრაფად.

როდესაც პრემიერ-მინისტრი ასეთ დანაშაულშია მხილებული, რაც ჩვენ მოვისმინეთ, თვითონ „ქართულ ოცნებაშიც“ ადასტურებენ, რომ ეს ავთენტურია და როდესაც მსგავსი სახის რამე ხდება პირველი, რაც უნდა გააკეთოს თანამდებობის პირმა უნდა დატოვოს დაკავებული პოსტი“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics