10:59 - 02 Aug, 2026
|
2021-02-28 21:02:27, 547 ნახვა
პოლიტიკა
შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა - დახვედრის ვიდეო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან. შარლ მიშელი, ასევე, შეხვდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გაემგზავრება საოკუპაციო ხაზთან და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილია შარლ მიშელის ვიზიტი მოლდოვასა და უკრაინაშიც. საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, აღნიშნული ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს, როგორც რეგიონში ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორის მხარდაჭერის გამოხატულებაა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)