21:07 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-28 16:54:09, 1394 ნახვა

მსოფლიო
არგენტინაში ვაქცინაციის სკანდალის გამო ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა

არგენტინაში ვაქცინაციის სკანდალის გამო ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.

მათი მთავარი მოწოდებებია : „მომეცი ჩემი ვაქცინა“, „შეაჩერე ჩემი ფულის ხარჯვა“.

მომიტინგეები არგენტინის მთავრობის შტაბთან შეიკრიბნენ და კარებზე შავ პარკებში ჩაყრილი ხელისუფლების წარმომადგენლების სახელები მოათავსეს.

როგორც ერთ-ერთი მომიტინგე აცხადებს, ხელისუფლებამ თავიანთი ახლობლების ვაქცინაცია დაიწყო, ეს კი უსამართლობა და სხვების სიცოცხლის მოპარვაა.

საქმე იმაშია, რომ მედიის ინფორმაციით, 22 თებერვალს არგენტინის მთავრობამ იმ ადამიანების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც ვაქცინა ოფიციალური კამპანიის მიღმა მიიღეს. მათ შორის იყვნენ 38 წლის ეკონომიკის მინისტრი, ყოფილი პრეზიდენტი, მისი ცოლი და შვილები.

არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა დაგმო აქციის მონაწილეების ქმედებები.

”დემოკრატიის დემონსტრირების გზა არ შეიძლება იყოს ჩანთების განთავსება პოლიტიკური ლიდერების სახელებით Casa Rosada- ს წინ,” - განაცხადა მან Twitter- ში.

მისივე თქმით ეს მხოლოდ ბარბაროსობად შეიძლება შეფასდეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics