18:24 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 17:54:55, 1811 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ქედაში პჯდ ცენტრების საქმიანობას გაეცნო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე ქედის მუნიციპალიტეტში გამგებელ დავით დუმბაძესთან ერთად პირველადი ჯანდაცვის ცენტრების საქმიანობას გაეცნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მერისის თემის პჯდ ცენტრის სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ და სამედიცინო მომსახურების კუთხით არსებული მდგომარეობა მოისმინეს. ექიმ ანზორ ბროლაძის განმარტებით, მოსახლეობას სამედიცინო მომსახურება უწყვეტად მიეწოდება, ამბულატორია მომარაგებულია საჭირო მედიკამენტებით, ცენტრს გამგეობა გათბობისათვის საჭირო საშეშე მასალას უახლეს პერიოდში გადასცემს. მერისის თემის პჯდ ცენტრი 1 200 კომლს ემსახურება.

მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სოფლის ექიმების დამატებითი შრომის ანაზღაურების პროგრამას 2016 წელსაც განახორციელებს, რომლის ფარგლებში მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების (ქედა, შუახევი, ხულო) 43 სოფლის ექიმი ხელფასზე დანამატის სახით 300 ლარს, ხელვაჩაურის და ქობულეთის 64 სოფლის ექიმი 150 ლარს მიიღებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics