13:07 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-24 12:46:17, 535 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ნიკა მელიას დაკავების იქით არის უფსკრული, ამის შესახებ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას

„ამის იქით არის უფსკრული და ამის შესახებ ჩვენ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება მთავარი ოპოზიცური ძალის ლიდერის დაკავება და შტურმი შენობაზე“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე, აცხადებს.

მისი თქმით, მოლაპარაკებები შესაძლებელია ვადამდელი არჩევნების ჩატარებისა და 8 მარტის სრულად შესრულების შემთხვევაში.

„ამის იქით არის უფსკრული და ამის შესახებ ჩვენ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება მთავარი ოპოზიცური ძალის ლიდერის დაკავება და შტურმი შენობაზე. შესაბამისად, ჩვენი წინადადება, რომელიც არის საჯარო და გადავეცით საერთაშორისო პარტნიორებს არის შემდეგი, გათავისუფლდეს ნიკა მელია და საუბარი დაიწყოს რიგგარეშე არჩევნებზე. ეს არის ორი ძირითადი პირობა, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ და რა თქმა უნდა, ვადამდელი და რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს შეცვლილი სისტემით და უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics