15:03 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-22 16:26:23, 578 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: შეცდომები ყველას მოსდის, მათ შორის ჩვენც მოგვივიდა, მოგვდის და ალბათ კიდევ მოგვივა

ჩვენი მთავრობა არ არის იდეალური, შეცდომები ჩვენც მოგვდის, მოგვივიდა და ალბათ კიდევ მოგვივა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა შეცდომები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და მათ არ შეუქმნან სერიოზული პრობლემები მოქალაქეებს.

„ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ არ ვართ უშეცდომონი, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა არ არის იდეალური, შეცდომები  ყველას მოსდის, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენც მოგვდის, შეცდომები მოგვივიდა, ალბათ კიდევ მოგვივა, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რო მინიმუმამდე დავიყვანოთ შეცდომები და რაც მთავარია, ეს შეცდომა არ უნდა იყოს სერიოზული პრობლემის შემქმნელი ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics