16:43 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-20 13:45:16, 781 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - მივმართავ საერთაშორისო პარტნიორებს, როგორ მოიქცევით მაშინ, როცა თქვენს სახელმწიფოებში იქნება რევოლუციური შეტევა?

ყველა საერთაშორისო პარტნიორს მივმართავ, მაშინ როდესაც მათ სახელმწიფოებში იქნება რევოლუციური შეტევა, რომ ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუციები, როგორ მოიქცევიან? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს გვერდში დგომა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი პატივისცემის ნიშანია.

„ყველა საერთაშორისო პარტნიორს მივმართავ, ელჩებსაც და ყველა პარტნიორს, მაშინ როდესაც თავიანთ სახელმწიფოებში იქნება რევოლუციური შეტევა, რომ ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუციები, როგორ მოიქცევიან? მაშინ, როცა მათი ქვეყნის სასამართლოები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ეს არის დანაშაული, მერე მაინტერესებს როგორი იქნება მათი პასუხი“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
მოსამართლე კაპანაძემ თორნიკე თოშხუა 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics