|
2021-02-17 22:39:42, 504 ნახვა
პოლიტიკა
პროკურორი - ნიკა მელიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების აღსრულება გონივრულ ვადაში მოხდება
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, რომ მოსამართლემ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შესაბამის ორგანოს დაავალა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ მელიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების აღსრულება გონივრულ ვადაში მოხდება. „რაც შეეხება აღსრულების ნაწილს, სასამართლომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება შესაბამის ორგანოს დაავალა. აქედან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილებას შეასრულებს შესაბამისი ორგანო მაქსიმალურად გონივრულ ვადაში. გამომდინარე იქიდან, რომ ამას სხვა უწყება ასრულებს, მე კონკრეტულ პასუხს ვერ გეტყვით, თუმცა, კანონმდებლობაში კონკრეტული ვადა არ არსებობს. იმედს გამოვთქვათ, რომ განსხვავებით სასამართლოში არ გამოცხადებისა, ბრალდებული ამ შემთხვევაში მაინც გამოცხადდება შესაბამის ორგანოში და მოახდენს სათანადო ქმედებას“, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ. ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ მოსამართლემ საბოლოო განაჩენი გამოაცხადა და ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)