10:54 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-15 12:28:32, 697 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე - ნოემბერთან შედარებით 10-ჯერ შემცირებული ინფიცირება დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს

10-ჯერ ნაკლები დადასტურებული შემთხვევა, ვიდრე ნოემბერში, დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მანვე მოუწოდა მოსახლეობას, რომ ყველა რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია იყოს გათვალისწინებული.

„ინციდენტობა, 7 და 14 დღიანი დადებითობის მაჩვენებელი, საწოლთა დატვირთვა, სიკვდილიანობა, ყველა ეს კომპონენტი დადებითი დინამიკით ხასიათდება, თუმცა არავითარი დამშვიდების საფუძველი არ არსებობს, იმიტომ რომ, ყოველდღიურად მაინც 300-400-500 შემთხვევა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. 10-ჯერ არის შემცირებული ნოემბერთან მიმართებაში, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, ამიტომ ყველა რეკომენდაცია, რასაც მოსახლეობას ვეუბნებით, უნდა გავითვლისწინოთ და ვიყოთ ძალიან ფრთხილად“, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ყირგიზეთს მეგობარ სახელმწიფოდ განვიხილავთ, ეს ვიზიტი ისტორიულია
უკრაინა რამშტაინში დამატებით 20 მილიარდ დოლარს მოითხოვს, რათა რუსეთი „კიდევ უფრო მეტად დაიწვას“
ტაილანდის მეფეის უფროსი ქალიშვილი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა
Reuters: შეერთებული შტატები მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics