06:48 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-13 13:06:40, 580 ნახვა

სამართალი
ნათია თურნავა - შეთანხმების ამოქმედება არის შესაძლებლობა, ევროკავშირში ჩვენი საექსპორტო პოტენციალი გაიზარდოს

„თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ჩვენ და ჩვენი გარკვეული ბიზნესები 4 წელია ველოდებოდით," - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ე.წ. დიაგონალური კუმულაციის მექანიზმის ამოქმედების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება თურქეთიდან იმპორტირებული ინდუსტრიული ნედლეულის საფუძველზე დამზადებული პროდუქცია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნას შეტანილი ევროკავშირის ბაზარზე. აღნიშნული განცხადება მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„შეთანხმების ამოქმედება მნიშვნელოვანია ისეთი დარგებისთვის, რომლებიც სამრეწველო წარმოებისთვის თურქეთიდან შემოსულ ნედლეულს იყენებენ. საუბარია არასასურსათო წარმოებაზე, როგორიცაა ტექსტილი, სამკერვალო ინდუსტრია, ავეჯის, პლატმასისა და საშენ მასალების წარმოება და სხვ," - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ტექტილის მიმართულებთ დაახლოებით 80 მლნ დოლარით მეტი პროდუქცია, რომელიც ნაწარმოები იქნება თურქული ნედლეულით, შეიძლება გავიდეს ევროკავშირში და ისარგებლოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით.

მინისტრის ინფორმაციით, „შეთანხმების რატიფიკაცია განსაკუთრებით გაუხარდა სამკერვალო ინდუსტრიას, რომელიც საქართველოში ბევრ ადამიანს ასაქმებს. ეს არის შესაძლებლობა, ევროკავშირში ჩვენი საექსპორტო პოტენციალი გაიზარდოს. დარჩენილია მცირეოდენი ფორმალობა და აღნიშნული მექანიზმი ამოქმედდება."  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics