04:19 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 10:16:25, 384 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: მიმაჩნია, რომ საპრეზიდენტო დელეგაციას უნდა მისცემოდა საშუალება გაეროსთვის მიემართა

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის  შეფასებით, გაეროს გენერალური ასამბლეისთვის საპრეზიდენტო დელეგაციას უნდა მისცემოდა საშუალება, რომ მიემართა.

ამის შესახებ პრეზიდენტმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ის გაეროს ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ აქცენტებს  და მის გამოსვლას მიესალმა, თუმცა არა ფაქტს.

„მივესალმე პრემიერის გამოსვლას და არა ფაქტს, რომ გაეროში პრემიერი გამოდიოდა. მე მიმაჩნია, რომ ყველა წესით საპრეზიდენტო დელეგაციას უნდა მისცემოდა საშუალება გაეროსთვის მიემართა, მითუმეტეს ეს არ იყო მოლაპარაკება დეტალებზე, ეს იყო ქვეყნის წარმოჩენის შესაძლებლობა და ვალდებულება. ვიყავი რა აშშ-ში მე შევეცადე ქართული დელეგაცია გამეძლიერებინა, მაგრამ ქართული დელეგაციის გაძლიერება ბუნებრივი ნაბიჯია ნებისმიერი ქართველისგან. ამიტომაც მივესალმე ამ ყველაფერს და ჩემი რწმენით მათი მდგომარეობა გავაძლიერე.მე მიმაჩნია, რომ ეს ჩემი გასაკეთებელი იყო. როცა საქართველოს ინტერესები იქნება გასაძლიერებელი ამას გავაკეთებ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაც დეტალები არ იყოს სწორი,"-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics