|
2021-02-09 16:28:34, 660 ნახვა
პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ზაზა გახელაძის დაკავებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები, ტიტუს კორლეანი და კლოდ კერნი, ოკუპანტების მიერ ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ. ტიტუს კორლეანი და კლოდ კერნი რუსეთს ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. „ეს არის უკანონო სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ზაზა გახელაძე. ამ თვალსაზრისით, გვინდა ხაზი გავსუვათ რუსეთის, როგორც საქართველოს სახმრეთ ოსეთის რეგიონზე კონტროლის მქონე ქვეყნის პასუხისმგებლობას, როგორც ეს ადამიანის უფლებების ერვოპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის განჩინებაშია აღნიშნული", - წერია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თანამომხსენებლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საპარლამენტო ასამბლეის სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)