08:09 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-08 11:51:21, 572 ნახვა

სამართალი
პროკურორის განცხადებით, თუ შაქარაშვილის საქმეზე მორაგბე ვასილ მახარაძე სიმართლეს იტყვის, ეს ყველა ბრალდებულს ამხელს

ამ წუთებში მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მორაგბე ვასილ მახარაძე დაიკითხება.

პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, რომ ვასილ მახარაძე სიმართლეს იტყვის ეს ყველა ბრალდებულს ამხელს.

„ვასილ მახარაძე არის ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც იმ შემთხვევაში, თუ იტყვის სიმართლეს, ეს სიმართლე იქნება მისი საწინააღმდეგო და მამხილებელი ინფორმაცია, როგორც დანარჩენი ბრალდებულების. აქედან გამომდინარე ვასილ მახარაძე დღევანდელ სასამართლო პროცესზე გვაქვს მოლოდნი, რომ ყველანაირად შეეცდება დაიცვას დანარჩენი ბრალდებულები და მათი ერთიანი პოზიცია. იქამდე სანამ ჩვენებას მისცემდნენ ისინი შეთანხმდნენ თუ რა ჩვენება უნდა მიეცათ გამოძიებისთვის, ამ ეტაპზეც ისინი შეთანხმებულები არიან და ერთმანეთთან შეთანხმებული აქვთ რა ჩვენება უნდა მისცენ“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics