|
2021-01-29 16:17:49, 665 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ოპოზიციას - გამოდით სატელევიზიო მედიაბულინგის რისკისგან და შემოუერთდით მემორანდუმს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია ძალიან ნერვიულობს სადეპუტატო მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მამუკა მდინარაძემ მოუწოდა ოპონენტებს, გამოვიდნენ სატელევიზიო მედიაბულინკის რისკიდან და შეუერთდნენ მემორანდუმს, ან ახსნან, რატომ არ აკეთებენ ამას. ამასთანავე, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ შეუძლებელია დალაგდეს ქვეყანაში ისე, როგორც მათ უნდათ, ბოკერიას სასაცილო რევოლუცია. „ძალიან ნერვიულობენ ჩვენი ოპონენტები ამ საკითხთან დაკავშირებით.აქედან მოდის ჩემი აზრით ეს ნარატივი, როგორ უნდა შემოერთდნენ თუ შევუწყვეტთ სადეპუტატო მანდატებს, არის რამდენიმე დღე დარჩენილი და კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა დეპუტატს, რომელსაც შეუძლია ამ სატელევიზიო მედიაბულინგის რისკისგან გამოვიდნენ, შემოუერთდნენ მემორანდუმს ან ახსნან რატომ არ აკეთებენ ამას და თუ მათთვის არგუმენტებია დამატებითი საჭიროა, ნემისბიერ მათგანთან მზად ვარ შევხვდე და დამატებითი არგუმენტები წარვუდგინო. ასევე მოლაპარაკებების კარიც ღიაა. მე ვფიქრობ, რომ მათ უნდა მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება იმიტომ რომ შეუძლებელია დალაგდეს ამ ქვეყანაში, როგორც მათ უნდათ, ბოკერიას სასაცილო რევოლუცია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)