02:56 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-29 09:54:00, 575 ნახვა

პოლიტიკა
სტრასბურგში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, ირაკლი კობახიძე და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, გივი მიქანაძე ადამიანის უფლებათა კომისარს დუნია მიატოვიჩს შეხვდნენ.

მხარეებმა, საქართველოში არსებული ადამიანის უფლებების ზოგადი მდგომარეობა მიმოიხილეს და ისაუბრეს უკვე განხორციელებულ და უახლოეს მომავალში დაგეგმილ რეფორმებზე.

გივი მიქანაძის თქმით, ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით, საქართველოში არსებული სიტუაცია დადებითად იქნა შეფასებული.

ქართველმა პარლამენტარებმა, დუნია მიატოვიჩს გააცნეს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების უახლოესი გეგმები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგრეთვე, პენიტენციური სისტემის შემდგომი რეფორმირებისთვის, იურიდიულ კომიტეტში დაგეგმილ აქტივობებს, რომელიც სამუშაო ჯგუფის წევრების და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით წარიმართება.

„შეხვედრისას, ასევე აღინიშნა, რომ სწორედ მეცხრე მოწვევის პარლამენტში, „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, შეიქმნა სპეციალური პლატფორმა, როდესაც სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ტარდება საჯარო განხილვები.

პარლამენტის აქტიური ზედამხედველობით სამინისტროების პირველი პირები წარადგენენ ანგარიშს ომბუდსმენის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს მის შესრულებასა და განხორციელებას", - განაცხადა გივი მიქანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics