|
2021-01-28 14:32:11, 855 ნახვა
კომენტარი
ანრი ოხანაშვილი - გიგა ბოკერიას და მსგავსი ე.წ. პოლიტიკური ლიდერების რევოლუციის დრო წარსულს ჩაბარდა
გიგა ბოკერიას და მათი მსგავსი ე.წ. პოლიტიკური ლიდერების რევოლუციების დრო წარსულს ჩაბარდა, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ,,ევროპული საქართველოს" წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებას. მისი თქმით, თუ ვინმე ქვეყანაში მიმდინარე პროცესების არადემოკრატიული გზით მხარდაჭერას შეეცდება, ადეკვატური რეაგირება მოყვება. ,,გიგა ბოკერიას და მათი მსგავსი ე.წ. პოლიტიკური ლიდერების რევოლუციების დრო წარსულს ჩაბარდა. რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოების ნების საწინააღმდეგოᲓ ვერავინ გაბედავს წასვლას. თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ სცადოს არადემოკრატიული გზით პროცესების მხარდაჭერა, ამას ადეკვატური რეაგირება ექნება. ასე რომ, ლეგიტიმური რევოლუცია საწყისშივე ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებებია. ამის არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ცნობისთვის, ,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ყველა ადამიანი, რომლისთვისაც ავტორიტარიზმის ჭაობი არის კატასტროფა, ვალდებულია, ლეგიტიმურ რევოლუციაში მონაწილეობა მიიღოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)