11:01 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-28 14:18:33, 765 ნახვა

სამართალი
პროკურატურა დავით გარეჯის საქმეზე - გამოძიების მთელი აქცენტი მიმართულია დავალებების გამცემი პირების იდენტიფიცირებაზე

„გამოძიების მთელი აქცენტი მიმართულია დავალებების გამცემი პირების იდენტიფიცირებაზე“, - ამის შესახებ ე.წ კარტოგრაფების საქმის პროკურორმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას მიმართ სისხლის სამართლის საქმე უკვე წარიმართა სასამართლოში დღეს არის წინასასამართლო სხდომა. მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებებით არის დადასტურებული. ჩვენ მოვიპოვეთ უტყუარი მტკიცებულებები და მათ მიერ ჩადენილი დანაშუალის გარშემო  გამოძიება სრულად ამოვწურეთ. ჩვენ ამ მტკიცებულებების ნაწილი მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული მასალების ნაწილი გავასაჯაროეთ და ვნახეთ ბრალდებულის აღიარება. ამავდროულად, ჩვენ დავადგინეთ მოტივი, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ მარალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის გამოძიების მთელი აქცენტი მიმართულია დავალებების გამცემი პირების იდენტიფიცირების და ამ მიმართულებით ყველა ღონისძიებას ატარებს საგამოძიებო უწყება, მათ შორის დღეს უკვე ერთი პირი იმყოფება გამოკითხვაზე“, - განაცხადა პროკურორმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics