05:15 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-25 12:55:29, 529 ნახვა

პოლიტიკა
ნინო წილოსანი - თავზე ნაგვის დაყრა სამოქალაქო აქტივიზმის არც ერთ ნორმალურ ფორმას არ შეესაბამება

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის განცხადებით, ცივილურად მოაზროვნე არც ერთი ადამიანი ვინმესთვის თავზე ნაგვის დაყრას არ გაამართლებს.

როგორც მან აღნიშნა, თავზე ნაგვის დაყრა სამოქალაქო აქტივიზმის არც ერთ ნორმალურ ფორმას არ შეესაბამება.

ნინო წილოსანი ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკოსებმა მსგავსი შემთხვევების დროს განცხადებები განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა გააკეთონ. 

„არ მეგულება ცივილურად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც გაამართლებდა ამ ქმედებას, თუმცა, ამის პარალელურად, ვხედავთ, რომ პოლიტიკოსები, რომლებსაც განსაკუთრებულად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ და განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა აკეთებდნენ განცხადებებს, რადგან მათ ბევრი ადამიანი უსმენს, კონკრეტული ამომრჩეველი ჰყავს და მათი მოსაზრება ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, მოუწოდებენ თავიანთ ამომრჩევლებს და ამართლებენ საქციელს, როდესაც ქმედება ცდება ყველანაირ გამოხატვის თავისუფლებას. ნაგვის თავზე დაყრა არ შეესაბამება სამოქალაქო აქტივიზმის არცერთ ნორმალურ ფორმას," - განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს, ბათუმში მიმდინარე აქციაზე, ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელმაც ბოიკოტზე უარი თქვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრმა ირაკლი ფანგანმა შეურაცხყოფა მიაყენა და თავზე ნაგავი დააყარა. შსს-მ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი დააკავა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics