08:22 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-11 13:34:13, 509 ნახვა

პოლიტიკა
ნათია თურნავა - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლისა და წასვლის პროცესი პოლიტიკური ქველმოქმედების აქტი იყო

„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლისა და წასვლის პროცესი პოლიტიკური ქველმოქმედების აქტი იყო“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი დიდი პოლიტიკოსი და დიდი ქველმოქმედია.

„ბიძინა ივანიშვილი არის დიდი პოლიტიკოსი და დიდი ქველმოქმედი. დღევანდელი მისი განცხადებით ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. რადგან მისი პოლიტიკაში მოსვლისა და წასვლის პროცესი პოლიტიკური ქველმოქმედების აქტი იყო.

ის მოვიდა იმ დროს, როცა ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა და ამ წლების განმავლობაში ახალი მმართველობითი დემოკრატიული, ჰუმანური  სტანდარტი დაამყარა. მიდის პოლიტიკიდან და ამით ადასტურებს, რომ მისი მთავარი სწრაფვა ძალაუფლების მოხვეჭა არ ყოფილა“, - განაცხადა თურნავამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics