|
2021-01-07 11:08:09, 869 ნახვა
მსოფლიო
ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაზე მომხდარი თავდასხმის გამო, საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გახანგრძლივდა
კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებული თავდასხმის გამო, ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 15 დღით გახანგრძლივდა. შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა, მურიელ ბაუზერმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა 20 იანვრამდე გაგრძელდება. ამავე დღეს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება. ცნობისთვის, ვაშინგტონში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა, არეულობის შედეგად კი ოთხი ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)