10:20 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-30 10:27:01, 875 ნახვა

პოლიტიკა
1-ელი იანვრიდან საქართველოს მოქალაქეებს როგორც შენგენის ზონაში შესვლის შემდეგ, ასევე ქვეყნიდან გამგზავრებამდეც შეამოწმებენ

2021 წლის 1 იანვრიდან საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ინერგება შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეების დამატებითი შემოწმების პროცედურა, შენგენის ზონის მოთხოვნებთან მათი საბუთების შესაბამისობის გადამოწმების მიზნით. ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, ეწვია თბილისის აეროპორტს იმის გასაცნობად, თუ როგორ მოხდება შემოწმების ჩატარება და რა უნდა იცოდნენ ამასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებმა.   

„უვიზო მიმოსვლა საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმატებაა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება და უზრუნველვყოთ ამ რეჟიმის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირება. სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილს წარმოადგენს ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეების დამატებითი შემოწმების პროცედურის დანერგვა. ეს არ არის ახალი შეზღუდვა ან ახალი პირობა. სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ 2021 წლის 1 იანვრიდან მგზავრების შემოწმება საქართველოდან მათ გამგზავრებამდე და არა მხოლოდ ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში მათი ჩასვლის შემდეგ მოხდება. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსა და ევროკავშირის შესაბამის უწყებებთან აღნიშნული შემოწმებების მაქსიმალურად შეუფერხებლად, საერთაშორისო სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისად ჩატარების უზრუნველსაყოფად. იმედი მაქვს, მომავალ წლებში  ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics