22:22 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-29 17:40:32, 1321 ნახვა

მსოფლიო
ხორვატიაში ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიწისძვრამ ქალაქ პეტრინიაში მდებარე რამდენიმე შენობა დაანგრია, ნაწილი კი დააზიანა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილია ერთი მცირეწლოვანი, ხოლო დაშავებულების რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

როგორც „ალ-ჯაზირას“ კორესპონდენტი იუწყება, მაშველებმა ნანგრევევში ჩაფლული ავტომობილიდან მამა-შვილი გამოიყვანეს.

სეისმოლოგების განცხადებით, მიწისძვრა მეზობელ სერბეთში, ბოსნია და ჰერცოგოვინაში და ავსტრიაში მდებარე ქალაქ გრაცშიც იგრძნობოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics