14:17 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-29 12:20:53, 639 ნახვა

რეგიონი
სოფელ რატევანში 5 ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო

სოფელ რატევანში შიდა გზების მოწყობის სამუშაოები დასრულდა. 5 ქუჩაზე, 1943 გრძივი მეტრის მოცულობის ასფალტის საფარი დაიგო, პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო სანიაღვრეებიც.

შიდა გზების მოწყობის დასრულებულ სამუშაოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი,  პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.

სამუშაოები "რეგიონებში განსახორციელები პროექტების ფონდისა" და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, მისმა ღირებულებამ 1 000 000 ლარი შეადგინა.

„წლების განმავლობაში სოფელ რატევნის მოსახლეობა შიდა გზების მოწესრიგებას ითხოვდა. წელს ჩვენ ამ მიმართულებით 5 ქუჩაზე განვახორციელეთ სამუშაოები, რისთვისაც ჯამში  მილიონი ლარი დავხარჯეთ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენს სოფლებში კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნაა და ამ პროცესში გზების მოწესრიგება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. რატევანში შიდა გზების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics