23:52 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-26 23:00:50, 666 ნახვა

კომენტარი
ბოკერია - ჩვენი ქვეყნის მეგობრები, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობენ, ეს არფერს ნიშნავს, ისინი იანუკოვიჩთანაც ურთიერთობდნენ

„ჩვენი ქვეყნის მეგობრები, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობენ, ეს არფერს ნიშნავს, ისინი იანუკოვიჩთანაც ურთიერთობდნენ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტს საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის თვალში ლეგიტიმაცია არ შეუძენია.

„ქართული საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის თვალში არ შეუძენია ლეგიტიმაცია პარლამენტს და ამერიკის ელჩის ინტერვიუს თუ ნახავთ, ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი მეგობრის დიპლომატს პრობლემად სწორედ დასახული აქვს ეს.

ამ პროცესმა შედეგად მოიტანა, რომ საზოგადოების ნდობა დაკარგულია ამის მიმართ. ეს, როგორც დიპლომატის, მისი შესაფასებელი არ არის, ის როგორ თვლის, უბრალოდ აღწერს ვითარებას სწორად, მძიმე ვითარებას.

ნდობა საზოგადოების უდიდეს ნაწილში რომ ამ არჩევნების შედეგად მიიღო ივანიშვილმა და შეუძლია ლეგიტიმურად მართოს, არ არსებობს.

ის, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობრები, სანამ ფორმალურად ეს ხელისუფლება გვყავს, მანამდე ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობენ, არაფერს არ ნიშნავს საერთოდ. ნორმალურია, ლუკაშენკოსთანაც ურთიერთობენ, ბუნებრივია, სანამ ლუკაშენკო იქნება.

იანუკოვიჩთანაც ურთიერთობდნენ, სანამ იყო ფორმალურად ხელისუფლებაში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics