|
2020-12-24 12:22:29, 556 ნახვა
პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს 2021-2024 წლის სამოქმედო გეგმა და სამთავრობო გუნდი წარუდგინა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა თორნიკე რიჟვაძემ უმაღლესი საბჭოს წინაშე 2021-2024 წლის სამოქმედო გეგმა და სამთავრობო გუნდი წარადგინა. თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა იმ მთავარ ამოცანებსა და სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც აჭარის მთავრობა დამტკიცების შემთხვევაში განახორციელებს. „პირველი ამოცანა არის ის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ეპიდემიის მართვა. გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები უკვე გამოიკვეთა. მნიშვნელოვანია, რომ მინიმალური დანაკარგებით შევძლოთ ამ გლობალური გამოწვევის დაძლევა. ამის პარალელურად, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩვენი რეგიონისთვის ეკონომიკის გაძლიერება არის პირველი რიგის ამოცანა. ეკონომიკის აღდგენისა და გაჯანსაღების კუთხითაც გვმართებს ძალიან ოპერატიულად მთელი რიგი ღონისძიებების გატარება და სწორედ ეს პრიორიტეტებია წარმოდგენილი იმ სამოქმედო გეგმაში, რომელსაც განახორციელებს აჭარის მთავრობა დამტკიცების შემთხვევაში“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)