|
2020-12-23 14:39:49, 447 ნახვა
პოლიტიკა
აკაკი ბობოხიძე - ოპოზიციურ ერთობაში „პატრიოტთა ალიანსი“ არც მოიაზრებოდა
„ევროპული საქართველოს“ წევრი, აკაკი ბობოხიძე, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ავთანდილ ენუქიძის განცხადებას ეხმაურება, რომ ის აპირებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლას. ბობოხიძის თქმით, ცალკეული პიროვნების შესვლა პარლამენტში რეალურ სურათს ვერ შეცვლის, ხოლო თუ ენუქიძე პარლამენტში პარტიის სახელით შევა, როგორც ბობოხიძე აღნიშნავს, პარტიას მოუწევს ამაზე პასუხისგება საკუთარ ამომრჩეველთან. „ოპოზიციურ ერთობაში „პატრიოტთა ალიანსი“ არც მოიაზრებოდა, თუმცა ჩვენ მოხარული ვიყავით, რომ „პატრიოტთა ალიანსი ბოიკოტს“ უცხადებდა პარლამენტს. მე იმედი მაქვს, რომ ისინი ბოლომდე შეასრულებენ თავიანთ სიტყვას, რაც შეეხება ბატონი ავთანდილ ენუქიძე დარჩება თუ არა, მე მას ნაკლებად ვიცნობ, როგორც პოლიტიკურ ფიგურას და ვფიქრობ, რომ „პატრიოტთა ალიანსი“, როგორც პოლიტიკური ძალა, თავისი გადაწყვეტილების ერთგული დარჩება ბოლომდე, ხოლო რომელიმე ცალკეული პიროვნება რეალურად სურათს მაინც ვერ შეცვლის. თუ „პატრიოტთა ალიანსი“ შეცვლის გადაწყვეტილებას და როგორც პარტიის წევრი, ისე დარჩება ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში, ასეთ შემთხვევაში ყველა პარტიას მოუწევს პასუხისმგებლობა საკუთარ ამომრჩეველთან“, - განაცხადა ბობოხიძემ.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)