22:43 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-22 18:32:42, 739 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩვენი ღირსეული ჯარისკაცების დაფასება და მათთვის საკადრისი სოციალური პირობების შექმნა

საქართველოს პარლამენტში, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯარისკაცების დაფასებისა და მათთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნის კუთხით გადაგმული ნაბიჯები და დაგეგმილი ამოცანები კანონმდებლებს წარუდგინა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2020 წელი თავდაცვის უწყებაში ჯარისკაცზე ზრუნვის წლად იყო გამოცხადებული და ჯარისკაცების დაფასებისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

„ამ პერიოდში ჩვენ გავაუმჯობესეთ ჩვენი სამხედროების სახელფასო, კვებითი, სამედიცინო პირობები, ასევე საბინაო, განათლების, აგრეთვე ჯარი აღვჭურვეთ თანამედროვე უნიფორმით და ფეხსაცმლით. მოვაგვარეთ მრავალი წლების განმავლობაში დაგროვილი არაერთი სოციალური პრობლემა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მომდევნო წლებში სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის პოზიტიური ცვლილებები გაგრძელდება.

ირაკლი ღარიბაშვილი დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ფინანსური და სოციალური მიმართულებით მხარდაჭერა მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics