13:43 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-22 13:46:06, 577 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ დეველოპერების მხარდასაჭერად

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. დეველოპერების საუკეთესო პირობებით უზრუნველსაყოფად, ბანკმა ბოლო 1 წლის მანძილზე არაერთი სიახლე დანერგა. შთამბეჭდავი შედეგები კი სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ „საქართველოს ბანკი“ დეველოპერების საიმედო პარტნიორია.

სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში გაცემული იპოთეკური სესხების 47% საქართველოს ბანკის მიერ არის გაცემული. ამჟამად ბანკი 200-მდე აქტიურ პარტნიორ დეველოპერს ემსახურება და 400-მდე დეველოპერული პროექტის მხარდამჭერია.

მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად ბანკმა საგრძნობლად გაამარტივა დეველოპერების პარტნიორად დამატების პროცესი და მომხმარებელს კიდევ უფრო მოქნილი, მის საჭიროებებზე მორგებული პირობები შესთავაზა. გარდა ამისა, დეველოპერებისა და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნის მიზნით,  შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს ახალი, 4B სივრციდან კომპლექსური მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემს.  რაც საბოლოო ჯამში ამ მიმართულებით განვითარების ხელშეწყობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

„დეველოპერების მხარდასაჭერად და მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით,  საქართველოს ბანკმა მრავალი სიახლე დანერგა. ჩვენი მიზანია, ერთის მხრივ, კვლავაც გავაგრძელოთ დეველოპერების მხარდაჭერა, მეორეს მხრივ კი, მომხმარებელს უძრავი ქონების შესაძენად მაქსიმალურად კომფორტული გარემო, კიდევ უფრო მოქნილი და  საინტერესო პირობები შევთავაზოთ. ამისთვის შევქმენით სპეციალური გუნდი, რომელიც  დეველოპერებს 4B სივრციდან მოემსახურება. გვჯერა, რომ გამარტივებული და განახლებული პროცესები, როგორიცაა მაგალითად, პარტნიორობის ახალი სქემები და გაუმჯობესებული პირობები, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც დეველოპერების სამომავლო საქმიანობის განვითარებას, ასევე მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, სასურველი უძრავი ქონება მარტივად, მათთვის ხელსაყრელი პირობებით შეიძინოს. ჩვენ არ ვჩერდებით ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით და აქტიურად ვაგრძელებთ გზების პოვნას, რათა ვიყოთ დეველოპერების საიმედო პარტნიორი“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics